,,რუსეთმა არანაირი პრინციპული შეფასება არ მისცა ამ ტრაგიკულ მკვლელობებს" – აბაშიძე


     ზურაბ აბაშიძე მარია ზახაროვას მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებულ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ რთულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
 
      „რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია/ტატუნაშვილის სიას, რუსეთმა, სამწუხაროდ, არანაირი პრინციპული შეფასება არ მისცა ამ ტრაგიკულ მკვლელობებს, რის შესაძლებლობაც მას ჰქონდა, და დამნაშავეების მაგივრად, ფაქტობრივად, ქართულ მხარეს ადანაშაულებს ამასთან დაკავშირებულ მოვლენებში. რუსეთი ვერ აიცილებს თავიდან პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე. ამ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს საერთაშორისო თანამეგობრობაც," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно