,,ანანიაშვილი ჩვენი ეროვნული საგანძურია, ვინც სხვაგვარად აფასებს უბრალოდ იდიოტია"– სააკაშვილი


     ,,ანანიაშვილი ჩვენი ეროვნული საგანძურია, ვინც სხვაგვარად აფასებს უბრალოდ იდიოტია,"– ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
 
      ,,ვარდების რევოლუციის შემდეგ ნინო ანანიაშვილმა მიატოვა უზრუნველყოფილი ცხოვრება რუსეთში,სადაც დიდი თეატრის პრიმა ბალერინა იყო და ნულიდან დაიწყო ჯერ კიდევ ჩაბნელებული და გაყინული თეატრის აღორძინება სამშობლოში.ის არის ჩვენი ეროვნული საგანძური და ვინც სხვაგვარად აფასებს,უბრალოდ იდიოტია.

     ნინომ ააღორძინა ჭაბუკიანის ტრადიციებზე დაფუძნებული ქართული საბალეტო სკოლა და მთელ მსოფლიოს გააცნო. რაც შეეხება ნიუ იორკში ნინოს გაცილებას,ყველაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტი მოყვა ლინკოლნ ცენტრის ისტორიაში,"– წერს მიხეილ სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно