,,არასდროს დაემუქროთ აშშ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში..."– ტრამპი ირანის პრეზიდენტს


     აშშ-ის პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს და ისლამური რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს, არასდროს დაემუქროს აშშ-ს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის" გვერდზე დაწერა. მისივე თქმით, აშშ აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც ირანისგან მუქარას აიტანს.

     „არასდროს დაემუქროთ აშშ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ისეთ შედეგს, რომლის წინაშეც ისტორიაში ძალიან ცოტა თუ დამდგარა. ჩვენ უკვე აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც აიტანს თქვენს უგუნურ და ძალადობის შემცველ მუქარას. ფრთხილად იყავით", – წერს დონალდ ტრამპი.

     პარალელურად ირანის მისამართით მკაცრი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. მისი თქმით, ირანის მმართველი რეჟიმი უფრო მაფიოზურ დაჯგუფებას ჰგავს, ვიდრე მთავრობას. მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ აპირებს გააძლიეროს ირანზე ზეწოლა. ამისთვის აშშ-ის მთავრობა შეეცდება დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, არ შეიძინონ ნავთობი ირანისგან.

     შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გააკეთა განცხადება, რომელშიც ურჩია ტრამპს, მოერიდოს ირანის გაღიზიანებას. ისლამური რესპუბლიკის ლიდერის თქმით, ირანი რეგიონში სტაბილურობის გარანტორია და ამ ისტორიულ როლს არასდროს შეელევა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-prezidenti-iranis-liders-arasdros-daemuqrot-ashsh-s/