,,სააკაშვილი გამალებულ დიქტატურას აშენებდა, სხვანაირად მართვა ვერ შეძლეს"– ივანიშვილი


     ,,სააკაშვილის გუნდმა ქვეყნის მართვა ვერ შეძლო დიქტატურის გარეშე,"- ამის შესახებ შესახებ ყოფილი პრემიერ–მინისტრმა და ამჟამად პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის"გადაცემა ,,აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან" განაცხადა.
      
     ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს ძალიან დიდი სიძნელეები იყო სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში,  რადგან საქართველო იქ გაფორმებული იყო დემოკრატიის შუქურად, ,,მაგრამ სააკაშვილი ამ დროს გამალებულად დიქტატურას აშენებდა."

     „დემოკრატიულობაზე და დემოკრატიზაციაზე სააკაშვილის გუნდი ყველაზე მეტს საუბრობდა. სურვილი არ ჰქონდათო, ვერავინ იტყვის, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. უნიათოს რომ ეძახიან „ქართულ ოცნებას" და დღევანდელ ხელისუფლებას, უნიათობა მაშინ იყო. მათ ვერ მოახერხეს იმ მეთოდებით მართვა, თორემ სააკაშვილი გარეთ აფორმებდა ამას. მას სურვილი დიდი ჰქონდა.
 
     დემოკრატიულობით ამაყობენ ქვეყნები და ამაყობენ პიროვნებებიც, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროცესში. ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, პირველ წელს, ძალიან დიდი სიძნელეები გადავიტანეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროპაშიც, რადგან იქ გაფორმებული იყო საქართველო დემოკრატიის შუქურად. ამ დროს სააკაშვილი გამალებულად დიქტატურას აშენებდა. სხვანაირად მართვა მაგ კაცმა და მაგ გუნდმა ვერ შეძლეს, თუმცა სურვილი რომ ჰქონდათ, ეს ჩანს მათივე შეფუთულით, მოტყუებული ინფორმაციით ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ ვერ მოახერხეს და ვერ შეძლეს. ნათლად ჩანდა, რომ გზა მათი იყო დიქტატურისკენ", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно