"ივანიშვილის "ექსპერიმენტები" უნდა დამთავრდეს" –ჯუმბერ კირვალიძე


     ,,ივანიშვილის 6 წლიანმა ანტიეროვნულმა მმართველობამ, უფრო გააღარიბა ქართველობა და ეკონომიკურად ისე დააჩაჩანაკა, რომ "ღირსების აღდგენის" ნაცვლად, პირიქით, რაც შემორჩენილი ჰქონდა ქართველ ხალხს, ისიც გათელა! "ჟურნალისტ" ცინცაძესთან გუშინდელ ინტერვიუში, ამ სუპერთაღლითმა სიტყვა არ დაძრა საქართველოს გამთლიანების პრობლემაზე, ქართველთა მასობრივ ემიგრაციაზე და აზია-აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტთა არნახულ შემოსევაზე, რაც ბოლო 6 წლის მანძილზე უსაშველოდ გაიზარდა და ქართველობას დემოგრაფიულ კატასტროფას გვიქადის!
 
      საქართველოში აფერისტი ივანიშვილის 6 წლიანი "ქოცნაცური ექსპერიმენტები" უნდა დამთავრდეს, ისევე როგორც ავანტურისტი სააკაშვილის 9 წლიანი ავტორიტარიზმი დამთავრდა! 

     წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველები სულიერად, მატერიალურად, ფიზიკურად გაქრობის პირას მივალთ და მერე გვიანღა იქნება ყველაფერი!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно