აშშ-მა უნდა დაადასტუროს საქართველოს ნატო-ში სამომავლო წევრობის მხარდაჭერა


     ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაადასტუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულება და მათ შორის, საქართველოს ალიანსში სამომავლო წევრობის მხარდაჭერა, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებების პროექტშია აღნიშნული.

     შესწორებების პროექტში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორში.

     ამასთან, დოკუმენტში საუბარია, თავდაცვით ლეტალურ დახმარებაზეც, „რაც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მზადყოფნისა გაძლიერებისკენ. ასევე საქართველოს ძალების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაუმჯობესებისკენ”.

     კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა შავ ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში უნდა ჩაერთონ.

     ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აშშ უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს. აღნიშნული თანხიდან 50 მილიონი აშშ დოლარი ლეტალურ იარაღზეა გათვლილი.

     დოკუმენტში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი უკვე დაუჭირა.

     კანონპროექტი, რომელშიც შესწორებები შევიდა, წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე 25 ივლისს არის გამოქვეყნებული. პროექტი კანონად რომ იქცეს, აუცილებელია სენატის მხარდაჭერა და პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერა.

скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-erovnuli-tavdacvis-biujetis-proeqti-ashsh-ma-unda-daadasturos-saqartvelos-nato-shi-samomavlo-wevrobis-mkhardachera/