3 რუსი ჟურნალისტი, რომლებიც რუსული სამხედრო კომპანიის საქმინობას სწავლობდნენ, მოკლეს


     ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუსი ჟურნალისტი მოკლეს. ორხან ჯემალი, ალექსანდრე რასტარგუევი და კირილ რადჩენკო აფრიკის ამ ქვეყანაში, რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის” საქმიანობის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდნენ.

     ჟურნალისტებს შეიარაღებული პირები დედაქალაქიდან ახლოს დაესხნენ თავს, მაშინ როდესაც ისინი გადაღებიდან ბრუნდებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობის მოტივი ყაჩაღობა იყო.

     ჯემალი ცხელ წერტილებში, მათ შორის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მუშაობდა. სწორედ მას ეკუთვნის წიგნი რუსეთ-საქართელოს ომის შესახებ „ხუთდღიანი ომის ქრონიკები."

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/110358