,,ნინო გვენეტაძე იყო სისტემის ნაწილი, რომელზეც ძალადობდა სისტემა"- მამუკა ნოზაძე


     ადვოკატი მამუკა ნოზაძე ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით, ,,ფეისბუქზე" შმდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:  
 
    ,,ნინო გვენეტაძე ვერ იტყოდა სასწავლებლად მივდივარო, რადგან ეს უკვე მოძველებული ფრაზებია და საზოგადოებას სასაცილოდ არ ეყოფოდა, რადგან ნინო გვენეტაძეს პროფესორის სტატუსი აქვს და წლებია ლექციებს კითხულობს. ასევე უზენაესი სასამართლოს წევრი იყო წარსულში და ამჟამად თავმჯდომარე და არავინ დაიჯერებდა ამ ტყუილს. შესაბამისად მოგონილი იქნა ახალი ვერსია, რომ თითქოსდა ავადმყოფობის გამო გადადგა.
 
     ნინო გვენეტაძე იყო სისტემის ნაწილი, რომელზეც ძალადობდა სისტემა. გვენეტაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ მასზე ხდებოდა ძალადობა და ვინ მიაქცია ყურადღება? იუსტიციის საბჭოს სხდომებზე როგორ იქცეოდენ მოსამართლე წევრები ლევან თევზაძე, სერგო მეთოფიშვილი, მერაბ გაბინაშვილი და სხვები ეს ხომ ნანახი გვაქვს. ხელისუფლებას აწყობდა ჩინჩალაძის სისტემა და შეინარჩუნა, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდება. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაცვას ითხოვს ძალადობისგან ეს არის კატასტროფა. საწყალმა ხალხმა რა ქნას იმ მოსამართლებთან, რომლებიც საჯაროდ არღვევდენ და არღვევენ ეთიკის ნორმებს. მოკლედ წყვდიადია დიდი საქართველოში"– წერს მამუკა ნოზაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно