,,ჩვენი სუვერენული არჩევანი გახლავთ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ"- ბახტაძე


     ,,ჩვენი სუვერენული არჩევანი გახლავთ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ,"– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

     პრემიერ–მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს.

     „ჩვენ რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეესკალაციის პოლიტიკაზე, პოლიტიკას, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ შევძლოთ ისეთი პროგრამების რეალიზება ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის, იმ მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც საშუალებას მოგცემს მშვიდობიანი გზით მოვახდინოთ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება. მაგრამ ამასთანავე, ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი სუვერენული არჩევანი და ჩვენი სუვერენული არჩევანი გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული გუნდის არჩევანი, ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно