,,გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთში წერილის გაგზავნა არის ძალიან დიდი დანაშაული"– კალაძე


     კახა კალაძე 2008 წლის აგვიტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილ წერილს დანაშაულსა სამარცხვინოს უწოდებს.

     „როგორც ვიცი, ვაშაძე რუსეთის მოქალაქეა, პირველი აქედან დავიწყოთ. თვითონ წერილს რაც შეეხება, დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა ფაქტი არის სამარცხვინო. ქვეყნის ოკუპაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ამ შინაარსის და ამ ტიპის წერილის გაგზავნა არის ძალიან დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი, მე ასე შევაფასებდი ",_ განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

     შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა და მოსკოვში ქართული ანსამბლების კონცერტებისა და თეატრების სპექტაკლების ჩატარება შესთავაზა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно