,,რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს"- ერდოღანი


     რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

     შავი ზღვის სანაპირო ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მზად არის, მსგავსი სისტემის შემოღებისთვის ევროპის იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაც „დოლარის ზეწოლისგან გათავისუფლება სურთ."

     თურქული ლირა მიმდინარე წელს 40%-ით გაუფასურდა. თურქული ვალუტის ვარდნა აშშ-ის მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგებამ გამოიწვია.

     ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავების შემდეგ გამწვავდა, რომელსაც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება ბრალად.

     აშშ-ის არაერთი მოწოდების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება პასტორის გათავისუფლებაზე უარს ამბობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/rejef-taip-erdoghani-rusettan-chinettan-da-ukrainastan-turqeti-vachrobas-erovnul-valutashi-daiwyebs/