,,აშშ-ს სუპერმენის როლის შესრულება არ გამოუვიდა" - მარია ზახაროვა


     რუსეთის საგარეო უწყება შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს ეხმაურება და მას ანტირუსულს უწოდებს. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი კანონი დამანგრეველ გავლენას ახდენს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემაზე.

     მისივე შეფასებით, ანტირუსული პროექტების დაფინანსება, რაც ბიუჯეტშია გათვალისწინებული, რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს ჩიხში აქცევს.

     მარია ზახაროვამ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში სუპერმენის როლის შესრულება არ გამოუვიდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/111375