,,ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ"– სააკაშვილი


     ,,ის რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია,ეს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა.ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას-ხან ვის სთავაზობს,ხან ვის..."- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. 
 
      სააკაშვილის განცხადებით მას ბიძინა ივანიშვილი ნაცნობის მეშვეობით დაემუქრა. 
    
     ,,ვინც არ უნდა დააყენოს,ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება!
 
     ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან,თითქმის ყველა სუსის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან..რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს,რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის.ასევე,ჩემი ჩამოსვლისთვის...
 
     გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა,რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი,იმ სახელით იცნობს-ბორისად. ასე რომ, ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს .არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა"– წერს სააკაშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно