მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


     გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს- უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
 
     ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.  

    24 აგვისტო მართლაც განსაკუთრებული თარიღია. 1991 წელს უკრაინელმა ხალხმა აღადგინა სახელმწიფოებრიობა და დაიბრუნა ნანატრი დამოუკიდებლობა. სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობა მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. უკრაინელმა ხალხმა არაერთი განსაცდელი გამოიარა და დღესაც უწევს ბრძოლა თავისუფლების დასაცავად. მსურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი და ქართველი ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფალი არჩევანის დასაცავად. მტკიცედ მწამს, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ დავძლევთ ჩვენს წინაშე არსებულ სირთულეებს და მივაღწევთ წარმატებას ჩვენი ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 

     მოხარული ვარ, რომ წელს, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წელი ვიზეიმეთ. მჯერა, რომ თბილისში მიღწეული შეთანხმებით სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.   

     თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა  და გისურვოთ თქვენ და მოძმე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა– ნათქვამია მიმართვაში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно