,,ჩემი მიზანია ვიხილო, სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში"– მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტი


      მარიონეტული რეჟიმის ლიდერ ანატოლი ბიბილოვს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ე.წ. სახრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში სურს, რომ იხილოს.
 
      „მე უარს არ ვამბობ ეროვნულ იდეაზე, რაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას გულისხობს. ეს ჩემი მიზანია და მე მინდა ვიხილო სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში"- განაცხადა ბიბილოვმა.
 
     ე. წ. პრეზიდენტი საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანცლერმა ბინოკლიდან დაინახა, თუ როგორ ვითარდება სამხრეთ ოსეთი.

     ,,ოსები ცივილიზებული ხალხი ვართ. ჩვენ სტუმრებს კარიდან ვიღებთ და არა ბაღებიდან, ამიტომ ვეპატიჟებით გერმანიის კანცლერს, რომ რესპუბლიკაში კარიდან შემოვიდეს,” - განაცხადა ბიბილოვმა.  

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно