,,რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არასოდეს ერევა "– ლავროვი


     რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არასოდეს ერევა - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

     რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩარევა რუსეთის მეთოდი არ არის და ამით პრინციპულად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან.

     ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „არაბული გაზაფხული" და უკრაინული რევოლუცია ახსენა.

     "ვინც ჩვენ ჩარევაში გვადანაშაულებს, ამით თვითონ არიან დაკავებული," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/112182