,,პუტინის შიშით პატივი არ სცეს საქართველოში ყველაზე დიდ ლობისტს"- ნათელაშვილი მაკკეინზე


     ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი კაპიტოლიუმში მიაგო.
 
     შალვა ნათელაშვილის თქმით, მაკკეინი ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ფარი იყო, რომელიც პუტინის შიშით ხელისუფლებამ არ დააფასა.
 
     „წავიდა ჩვენგან მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სახელოვანი უკანასკნელი მოჰიკანი, სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ფარი და ხმალი იყო აგრესორებთან და ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ დროს აქ არჩამოსვლა მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. როგორ სძინავს ღამე საქართველოს ე.წ. მთავრობას, რომლებმაც პუტინის შიშით პატივი არ სცეს საქართველოში ყველაზე დიდ ლობისტს ამერიკიდან, არ ჩამოვიდნენ, გამოაგზავნეს მესამე-მეოთხეხარისხოვანი დელეგაცია. როგორ სძინავთ და როგორ აპირებენ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას სამომავლოდ, მეგობრების ძიებას, ძალიან მაინტერესებს. კიდევ ერთი სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно