,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს"– ჭელიძე


     საქალაქო სასამართლომ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
 
     თავად გიორგი ჭელიძე მომხდარს დევნას უკავშირებს და აცხადებს, რომ არც ერთი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ მეტყველებს.
 
    „დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნე. საზოგადოებას ამ ორგანიზაციის იდეოლოგია გააჩნია. პოლიციამ უსაფუძვლოდ რამდენჯერმე დამაკავა. წინა წლის ოქტომბერში სასტიკად მცემეს, რაზეც რეაგირება არ მომხდარა. ეს პირდაპირ ჩემი გაჩუმების მცდელობაა. ამ ვაზნებზე ექსპერტიზა ჩატარდა და ჩემი ბიოლოგიური მასალა, არც ჩემი დნმ-ი არ ამოვიდა, 10 ვაზნიდან არც ერთზე. არც ერთი პოლიციელი არ იყო პოლიციელის ფორმაში, ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჩამომართვეს ტელეფონი და იძულებული გამხადეს, დავმორჩილებოდი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შეიძლება ჩემზე სროლაც განხორციელებულიყო. ჩემი ერთადერთი დანაშაულია ქვეყნის, ერისა და სახელმწიფოს სიყვარული და ამის გამო მტანჯავენ. ლავრენტი ბერია რომ დააბრუნოთ და განათებულ მანქანის ფონზე დამხვრიტოთ, ვერ გამაჩერებთ. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და არა ნარკომანების, ცისფერების და ა.შ, – განაცხადა გიორგი ჭელიძემ.
 
     ორგანიზაცია ,,საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერს გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

     სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში 31  აგვისტოს განთავსებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს, სადაც ორგანიზაციის წევრები იარაღებით ჩანდნენ.

    ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ კი სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ამოიღო.  

   

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно