,,მას უნდა, უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს, ვიდრე ეკუთვნის"– ვოლსკი მიხელიძეზე


     ,,მას უნდა, უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს, ვიდრე ეკუთვნის,– ამის შესახებ პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ ნონა მიხელიძეთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

     „ყველა ადამიანს თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს. თქვენც შეგიძლიათ, ალტერნატიული მოხსენება დაწეროთ. ამის უფლება ნონა მიხელაძესაც აქვს, თუმც მისი შეფასების უფლებაც ხალხს აქვს. მას უნდა, უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს, ვიდრე ეკუთვნის. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება", – განაცხადა ვოლსკიმ.

     ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно