,,ეს არის საბჭოთა კავშირის დაშლის გაგრძელება, ეს ეს არ არის ოკუპაცია"– მალაშენკო


    ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული რუსული მედიაფორუმი თბილიში აქციის ფონზე მიმდინარეობს. ფორუმის მონაწილეების თქმით აქციის გამო მათი განსახილველი თემების კორექტირება მოახდინეს. 

    „დღეს მომთხოვეს მეთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია, როდესაც შევთავაზე გვემსჯელა ისინი გაბრაზდნენ ასეთი ქმედება მორალური ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა, ამიტომ დისკუსია და ასეთი ფორუმები სასარგებლოა,"-ამბობს "რია ნოვოსტის” პოლიტიკური მიმომხილველი დიმიტრი კოსირევი.

     პოლიტოლოგი, მოსკოვის კვლევითი ინსტიტუტის "ცივილიზაციათა დიალოგი" სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი ალექსეი მალაშენკო ქართველების პროტესტს "იაფფასიან საბჭოთა პროვინციალიზმს" უწოდებს. მისი თქმით, სწორედ ამის გამო შეიცვალა განრიგი და გამომსვლელები.

     „ვისაუბრებ ოკუპაციაზე, რაც მოხდა საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში ჩეჩნეთში, თუკი ღრმად დავფიქრდებით, ეს არის საბჭოთა კავშირის დაშლის გაგრძელება, როგორც პროფესიონალი გეტყვით, რომ ეს არ არის ოკუპაცია"-ამბობს მალაშენკო.

     სასტუმრო "ვერე პალასთან," სადაც კრემლის დაფინანსებით რუსული მედიაფორუმი დაიწყო, აქცია მიმდინარეობს. სასტუმროს შენობასთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" წევრები და სხვა მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ. 

 
скачать dle 11.0фильмы бесплатно