,,სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შს სამინსიტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას"– გახარია


     ,,სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შს სამინსიტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას"– ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 
 
    გახარიას თქმით, ახალი საკანონმდებლო ინციატივის მიხედვით, მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი.
 
      ,,მთავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების შესაძლებლობას. მარიხუანას მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ პირად სივრცეში. მისი განცხადებით, ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივ სივრცეში, მისი პროპაგანდა და კულტივაცია იქნება დასჯადი. მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი, 21 წლამდე ახალგაზრდას ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეს საკანონმდებლო რეგულაციები ეფექტურად უნდა ებრძოლოს მარიხუანას არალეგალურ მოხმარებასა და ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას მოხმარების წახალისებას განსაკუთრებით არასრულწლოვნებში,"-ამბობს მინისტრი.

     რაც შეეხება მარიხუანას გამოყენებასა და კულტივაცია სამედიცინო დანიშნულებით თვალსაზრისით, მინისტრი ამბობს, რომ უწყება ამ რეგულაციებზე პარლამენტთან ერთად იმუშავებს. მისი განცხადებით, რეგულაციები ამ შემთხვევაშიც იქნება მკაცრი, რათა არ მოხდეს მარიხუანას არალეგალური მოხმარება.

     ,,ის მოძრაობა, რომელიც არის ევროპაში გვაძლევს იმის საშუალებას დავარეგულიროთ მკაცრად და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების მოხმარების რეგულაციების ამაღლებასაც.​

    ,,ჩვენთვის რა არის მთავარი?!-არც მოხმარების მომენტი, იმ საკანონმდებლო ჩარჩოში და არც ეფექტური კონტროლის პირობებში სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შს სამინსიტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას"-ამბობს გახარია.
скачать dle 11.0фильмы бесплатно