პუტინი და ერდოღანი, იდლიბში 20 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ


     თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, იდლიბში 20 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სოჭში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

     15 ოქტომბრიდან დემილიტარიზებულ ზონას რუსი და თურქი სამხედროები გააკონტროლებენ.

     რეგიონებიდან ასევე იგეგმება მძიმე ტექნიკის გაყვანა, რომელიც ოპოზიციურ ძალებს ეკუთვნის. შეთანხმების მიზანი იდლიბში სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო ოპერაციის შეჩერებაა. ბუფერული ზონის შექმნის გეგმას ანკარა და მოსკოვი სირიის პრეზიდენტსაც გააცნობენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/113820