აფხაზებმა და ოსებმა უნდა გადაწყვიტონ რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ საქართველოში"– უიტმორი


     აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტა, რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ ევროპულ საქართველოში, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

     მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველო საკუთარ თავს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

     „ამით კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის და პრინციპში, აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია", – განაცხადა ბრაიან უიტმორმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно