,,ეს არის გამოცხადებული რუსიფიკაციის პოლიტიკა" - ქეთევან ციხელაშვილი


     შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პროცესი გრძელდება. ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის სხდომაზე  გააკეთა.  
 
     ,,შევაჯამეთ ის სამწუხარო 10 წელი, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთი არის ცალსახა, რომ არსებულ მდგომარეობას არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან ცხადია და ვერც ექნება, ეს არის რუსეთზე დამოკიდებულების 10 წელი, ეს არის ფაქტობრივად გამოცხადებული რუსიფიკაციის პოლიტიკა, რომელიც გაწერილია 100-ზე მეტ არალეგალურ  შეთანხმებაში მოსკოვსა და დე ფაქტო სოხუმსა და დე ფაქტო ცხინვალს შორის,"- განაცხადა ციხელაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно