ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა


     ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი წლით გადავავადოთ ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც იზღუდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე შეკრებილ ხორბლის იმპორტიორებთან და მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

     ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რა ფორმით მოხდება შეზღუდვების ამოქმედება, სამომავლო მოლაპარაკებების საგანია. 

    ,,ფინანსთა მინისტრის ბრძანების ვადა 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გადავადდა. ჩვენ რასაკვირველია გავითვალისწინეთ ბატონი ჯანო ამყოლაძის ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა და ჩამოვიდა. ამავდროულად, გავითვალისწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება. ამის შემდეგ მომავალში შეზღუდვა სეზონური იქნება თუ სხვა ტიპის, ერთად გავივლით მძღოლებთან. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც ასევე, შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. 

     ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ, ხორბლის გადამზიდავებმა და მძღოლებმა შეწყვიტეს თბილისის გეზ-ში მიმდინარე საპროტესტო აქცია.

     უახლოეს პერიოდში თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა სრულად აღადგენს მუშაობას.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно