,,საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთი დიდი თავკომბალა თბილისი"– ზურაბიშვილი


       ,,საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთი დიდი თავკომბალა თბილისი,"– ამის შესახებ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხელვაჩაურში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
 
      „მე მინდა რომ ვიყო ეფექტური პრეზიდენტი, შედეგიანი პრეზიდენტი და ამისთვის უნდა ერთად ვიმუშაოთ. პირველ რიგში რეგიონები უნდა გაძლიერდეს. ეს ჩვენი გარდაუვალი მიმართულება და პრიორიტეტი. საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთი დიდი თავკომბალა თბილისი, რომელსაც აქვს თავისი უზარმაზარი პრობლემები,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

скачать dle 11.0фильмы бесплатно