349 ხმით 42-ის წინააღმდეგ, ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ "მეგობარი აქტი“ მიიღო. კანონპროექტი რამდენიმე კონკრეტულ პუნქტს მოიცავს, მათ შორის, სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, ურთიერთობების გადახედვას, ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
იმისთვის, რომ ძალაში შევიდეს, "მეგობარ აქტს" წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, მხარი სენატმა უნდა დაუჭიროს, ბოლოს კი მას ხელი დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. კენჭისყრას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. ოპოზიცია შედეგით კმაყოფილია, მმართველ გუნდში კი მეგობარ აქტს აფასებენ, როგორც მტრულს და აცხადებენ, რომ დოკუმენტის სამომავლო განვითარება პირდაპირ განსაზღვრავს, მოახერხა თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა "დიფ სთეითის" დამარცხება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ე.წ. "მეგობრობის აქტი", ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით.
"აღნიშნული, ე.წ. "მეგობრობის აქტი", რა თქმა უნდა, ყველაფერია გარდა მეგობრობისა. ჩვენ ვახსენეთ არაერთხელ, რომ იგი ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით. თუ თეორიულად იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა იმ არაფორმალური ძალების, რომლებმაც ინერციის მაინც გაიტანეს ეს საკითხი ქვედა პალატაში. საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპი კიდევ არის დარჩენილი, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში დაამარცხოს ე.წ. "დიფ სთეითი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ლევან მახაშვილმა იმედი გაოთქვა, რომ ტრამპი აღნიშნულ აქტს ხელს არ დაუჭერს.
„საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ვიდრე ბოლომდე შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს. ამის იმედს ის განწყობები გვაძლევს, რაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციიდან გამომდინარე აქვს, რაც ჩვენ მათთან გვქონდა. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ყველაფერი ისე შეიძლება მოხდეს, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რადგან ვხედავთ ამ არაფორმალურ ძალებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ძალაუფლება და ფინანსური თუ სხვა ინტერესებით ისინი ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას ახერხებენ. საბოლოო ჯამში, მაინც გვაქვს იმედი, რომ ის შეძლებს არაფორმალური გავლენების და „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ქვეყანას ამერიკელების ინტერესების გათვალისწინებით წაიყვანს.
