პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზის განთავსებას რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს


     პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზის განთავსებას რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ გააკეთა.

     მისი თქმით, პოლონეთში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსება რუსეთ-ნატო-ს აქტის დარღვევაა.

     გრუშკო აცხადებს, რომ ამერიკული ბაზების განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი შესაბამის სამხედრო ზომებს მიმართავს.

     შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ამერიკის შეერთებულ შტატებს პოლონეთში ბაზის განთავსება სთხოვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/rusetis-sagareo-saqmeta-ministris-moadgile-ackhadebs-rom-polonetshi-ashsh-bazis-gantavsebas-ruseti-safrtkhed-miichnevs/