,,ბატონო პაატა ისე ნუ გააკეთებთ მალე თქვენთვის ქუჩაში გამოსვლაც კი სამარცხვინო იყოს"– მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
      ,,როცა ზვიად გამსახურდია დიდების ზენიტში იყო პაატა ბურჭულაძე პრეზიდენტს ერთგულებას და მხარდაჭერას უცხადებდა, როცა სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო მას ერთხელაც არ გაუპროტესტებია პუტჩი და ხუნტა.

     როცა ხელისუფლებაში ედუარდ შევარდნაძე იყო მას და მის ოჯახს ლამის ოპერის არიებს უძღვნიდა, მაგრამ სააკაშვილის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ ძალიან მალე სააკაშვილის თაყვანისმცემელთა რიგეში აღმოჩნდა.

     9 წელი სისხლში იხრჩობოდა ქვეყანა და პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის რეჟიმს ქება და დიდებას ასხამდა.

     დღეს როცა კვლავ დადგა სახელნწიფო გადატრიალების საფრთხე პაატა ბურჭულაძე კვლავ სისხლიან ჯალათებს უცხადებს მხარდაჭერას და ხელისუფლების ჩამოგდება სურს.

     ბატონო პაატა წყალში ნუ ჩაყრით თქვენს შემოქმედებით მიღწეულ წარმატებებს და ამ წარმატებებით მოპოვებულ პატივისცემას საზოგადოებაში. არ არის სწორი ქვეყნის მოღალატე ნაცების გვერდით დგომა და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა. ისე ნუ გააკეთებთ მალე თქვენთვის ქუჩაში გამოსვლაც კი სამარცხვინო იყოს"- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно