,,ამ ფაილებით აშანტაჟებთ დღესაც მედიას, პოლიტიკოსებს და თქვენი გუნდის წევრებს ეჟოვის, იაგოდას და ტროცკის იდეების ერთგულო ჯალათებო"– მჟავანაძე


     ,გამოაქვეყნეთ 28 000 ფაილი და მიხვდებით რატომ დგანან ეჟოვის და იაგოდას იდეების მიმდევარ ნაც-ფაშისტური პარტიის გვერდით ნაც-ელიტა,"– ამის შესახებ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.
 
     მისი თქმით, სწორედ 28 000 ფაილის მეშვეობით, რომლებშიც პარტიის წევრების ინტიმური სცენებია გადაღებული, ხდება საკუთარი გუნდის წევრების დაშანტაჟება.
 
      ,,ნაც-მეცოცხეთა პარტია რომ ფარულ ჩანაწერებზე და გაუპატიურებებზე დაიწყებს საუბარს ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდა. გამოაქვეყნეთ თქვენი პარტ-ტელევიზიით ის 28 000 ფაილი რომლებშიც დიდი ალბათობით თქვენი გუნდის წევრების ინტიმური სცენებიც უხვად გექნებათ გადაღებული თორემ სხვაგვარად ფაშისტების გვერდზე დგომას არანაირი ლოგიკა არ აქვს, სწორედ ამ ფაილებით აშანტაჟებთ დღესაც მედიას, პოლიტიკოსებს და თქვენი გუნდის წევრებს ეჟოვის, იაგოდას და ტროცკის იდეების ერთგულო ჯალათებო,"- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно