ირაკლი ჭითანავამ ამერიკელი სამხედროები მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა


     ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის წევრთა დაჯილდოება გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროები მედლით „გენერალი კვინიტაძე" დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

    დაჯილდოების ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „მანჩუ"-ს მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი დაესწრო. მან საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ სამეკავშირო ჯგუფის უფროსთან, მაიორ ტიმოტი ჯილეტისთან ერთად ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, მე-11 ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

     I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას მაისის თვიდან ასრულებს .ბატალიონის ამოცანას ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას წარმოადგენს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно