,,ქალბატონი სალომე კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა"– თეიმურაზ გორჯესტანი


     სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა.

     ​„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, რადგან ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი. კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა –  „დედა" არის ჩვენთვის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის პირველი ინსტინქტის კავშირია შორეულ საქართველოსთან. ეს არ არის შანსის შედეგი, ეს არის შედეგი, ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ჩვენთის ყოფილიყო ქართული", – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно