,,ხვალ ჩვენ გვჭირდება ყველას მობილიზება, ხვალ არის ჩვენი გამარჯვების დღე"– სააკაშვილი


     ,,ხვალ ჩვენ გვჭირდება ყველას მობილიზება, ხვალ არის ჩვენი გამარჯვების დღე"– ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვისას განაცხადა. 
 
      მისი თმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამის საშუალება ხალხმა არ უნდა მისცეს. 
 
     ,,ხვალ თავი არ უნდა ავაწევინოთ მაგათ კომისიებში. მოღალატის მომხრეებს და გაყალბების მცდელობებს თავი არ უნდა ავაწევინოთ. ხვალ მათ მარშუტკებს უნდა ვდიოთ, არ უნდა ვატარებიოთ კარუსელები, ეხლა მიდის მოსყიდვა და უნდა გამოვავლინოთ ეს ფაქტები. ესენი აპირებენ ჩვენ ჩაგვარტყან თავში, ქართული საზოგადოება მათ მიუჩენს თავის ადგილს. ხვალ ჩვენ გვჭირდება ყველას მობილიზება, ხვალ არის ჩვენი გამარჯვების დღე. ხვალ არის საქართველოს ღირსების არჩევნები"– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно