,,ისინი ქმნიან სამხედრო გეტოს, ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ"– ციხელაშვილი


     საოკუპაციო ზოლზე, სოფელ ატოცში, სადაც ამ წუთებშიც რუსი ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას ეწევიან, რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი  ჩავიდა.

     ის პირადად გაეცნო სოფელში მიმდინარე ვითარებას და განაცხადა, რომ ოკუპანტების ეს ქმედება პროვოკაციის მახინჯი ფორმაა. მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა შეჩერდეს ეს პროცესი.

     ციხელაშვილის განცხადებით, ახალი მავრთულხლართების გავლებით, კიდევ უფრო გართულდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა პრობლემები.

     „ჩვენ ამას არ შევეგუებით არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ბოლო მეტრი ამ სამარცხვინო მავრთულხლართების არ დაიშლება ამ ტერიტორიაზე. მე მინდა აქ ყოფნით ატოცის მოსახლეობის მიმართ გამოვხატო მხარდაჭერა.

     "დღეს რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, სადაც ცხოვრობს 20-30 ათასი მოსახლე, ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც იქ არის დარჩენილი ქმნიან გაუსაძლის პირობებს,"-განაცხადა ციხელაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно