,,ეს ნიშნავს რომ ღალატისთვის და სხვა ნავში გადაბარგებისთვის ემზადები"- მჟავანაძე


       ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პარლამენტის თავმდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს მიმართავს.
 
      ნიკოლოზ მჟავანაძის აზრით, ხელისუფლებაში მყოფი პირი კოლეგებს მედიის ან სოციალური ქსელის მეშვეობით არ უნდა ესაუბრებოდეს. 
 
     ,,როცა ხელისუფლების ნაწილი ხარ, გიკავია მაღალი თანამდებობა და იმავე ხელისუფლებას მოუწოდებ სოციალური ქსელით ან მედიით კონკრეტული ნაბიჯის არ გადადგმისკენ ეს იმას ნიშნავს რომ ღალატისთვის და სხვა ნავში გადაბარგებისთვის ემზადები თორემ შე დალოცვილო თუ რამე გაქვს სათმელი დაურეკე შს მინისტრს ან პრემიერს რა ოფიციალურ მიმართვებს აკეთებ, ოპოზიციაში ხარ თუ კვლავ ენჯეოს ხელმძვანელი. ყველაფერ ამას ვირთხების სინდრომი ჰქვია, თან ოპოზიციას ეუბნები შენთან ვარ თან ხელისუფლებაშიც რჩები ყოველი შემთხვევისთვს"– აღნიშნავს ნიკოლოზ მჟავანაძე.
 
      შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ვიცესსპიკერი თამარ ჩუგოშვილი რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის აკრძალვას გამოეხმაურა და მერიას და შსს მიმართა:

      „არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს.

მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა", - აღნიშნა სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно