აშშ-მ სირიიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო


     ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. როგორც ტელეკომპანია ანონიმურ წყაროზე დაყრნდობით წერს, ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის პირველმა პარტიამ სირია უკვე დატოვა. უსაფრთხოების გათვალისწინებით, არ საჯაროვდება, თუ რა ტექნიკაზეა საუბარი და რა გზით მოხდა მისი გატანა.

     მიმდინარე კვირის დასაწყისში პენტაგონში განაცხადეს, რომ ოპერაციული უსაფრთხოების გამო, ამერიკული ჯარების გადაადგილებისა და გაყვანის განგრიგი არ გასაჯაროვდება.

     აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის განკარგულება დეკემბერში გასცა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-m-siriidan-samkhedro-teqnikis-gayvana-daiwyo/