,,ბესელიას დარჩენა გუნდში, დამოკიდებული იქნება მის განცხადებებსა და ქმედებებზე"– კახიანი


     გუნდში არ ყოფილა მსჯელობა, რომ ეკა ბესელიამ უმრავლესობა დატოვოს და იმედი გვაქვს, არც მოგვიწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

     მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანწილად თავად ეკა ბესელიას ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

     „უმრავლესობის რიგებში მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა, არ ყოფილა და იმედი გვაქვს, არც მოგვიწევს. მაგრამ ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება თავად ეკას ქმედებებზე, რა განცხადებებს გააკეთებს და როგორ იმოქმედებს. გუნდურობის იდეა უნდა იყოს დაცული და თუ დაპირისპირება ისეთ სახეს მიიღებს, რომ ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება, ამის შემდეგ ბუნებრივია, შესაბამისი მსჯელობებიც იქნება", – განაცხადა გიორგი კახიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно