ირანმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა


     ირანმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ აბადანის რეგიონში ნავთობი აღმოაჩინა. ირანის ნავთობის მინისტრის, ბიჯან ზანგანეს განცხადებით, ნავთობი აბადანის რეგიონში პირველად აღმოჩნდა და მისი იდენტიფიცირება 3.570 მეტრის სიღრმეზე მოხდა.

     ირანის მთავრობის წარმომადგენელს არ დაუსახელებია, თუ რა რაოდენობის ნავთობია აბადანის რეგიონში.

     ხუზისტანის პროვინცია, რომლის შემადგენლობაშიც შედის აბადანის რეგიონი, ნავთობით ერთ-ერთი მდიდარი ტერიტორიაა. აბადანის რეგიონში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია განთავსებული.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/iranma-qveynis-samkhret-dasavlet-regionshi-navtobis-akhali-sabado-aghmoachina/