ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმი გაიხსნება


     სოფელ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი „ქართუ" საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმს გახსნის. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ყოფნის დროს გახდა ცნობილი.

    ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

    ასევე გადაწყდა, რომ სოფელში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოხდება გაზითა და წყლით უზრუნველყოფა. ამის გარდა, როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ წვდება სახელმწიფო, ფონდი „ქართუ" დააფინანსებს. ადგილობრივებს ბიძინა ივანიშვილი ახალი საბავშვო ბაღის აშენებასაც დაჰპირდა. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს" თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.

    „ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა", – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.

    ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1 tv