მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებების ან ქმედებებისაგან – კონსტანტინიდი


      საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე აზერბაიჯანულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

     საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის, განცხადებით, მნიშვნელოვანია მოლაპრაკების პროცესში არ გაკეთდეს რადიკალური განცხადებები, ან არ მიმართონ ემოციურ ქმედებებს. 

     „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე ჩვენმა საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა ჩვენს კოლეგებს მივმართეთ და აღნიშულთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, ვმუშაობთ დარეგულირებაზე. თუმცა  იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებების ან ქმედებებისაგან.

     "იცით რომ, საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია, მუშაობა გრძელდება დანარჩენ ერთ მესამედზე. იცით, რომ გარკვეული პაუზა იყო იმის გათვალისწინებით, რომ კომისიების განახლება უნდა მოხდეს როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხრიდან, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და ეს ორმხრივი პროცესია და პარიტეტის გათვალისწინებით მოხდება აღნიშნულ  საკითხზე მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება,"-განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно