ტრამპის განკარგულებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფები დაწესდა


     დონალდ ტრამპმა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესების განკარგულება გასცა. ამერიკული მედიის ცნობით, ცვლილება ძალაში 13 მაისიდან შევა.

     მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა უკვე არსებული ტარიფების გაზრდის განკარგულება გასცა. საქმე ეხება 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელს, რომელზეც 10 პროცენტიანი ტარიფი 25 პროცენტამდე გაიზარდა.

     ახალი ტარიფები ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შესულ ჩინურ ტექნიკას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათამაშოებს და საკვებს შეეხება.

     აღნიშნული გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინეთი მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის პარალელურად ვაშინგტონში აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომის აღმოფხვრის მცდელობით ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც 10 მაისს უშედეგოდ დასრულდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, დისკუსიები კონსტრუქციული იყო და ის მომავალშიც გაგრძელდება.




скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv