რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები, საერთაშორისო დღის წესრიგს თავდაყირა აყენებს – ზალკალიანი


     რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები, საერთაშორისო დღის წესრიგს თავდაყირა აყენებს"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

     დავით ზალკალიანმა ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა, რომლის თანახმადაც საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან გამქრალია.

     ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, მსგავსი განცხადებები, პოლიტიკური მანიპულაციებია.

     „რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს მის მეირ ნაკისრ ვალდებულებას და ეს ყველაფერი საერთაშორისო ვალდებულებებს და ეს ყველაფერი აბსოლუტურად თავდაყირა. საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

     ზალკალიანმა კომენტარი ჰელსინკიში გააკეთა, სადაც იგი ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა, 129-ე სესიაში მონაწილეობს. მინისტერიალის დასასრულს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, საფრანგეთის შემდეგ საქართველო გახდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/133546