რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს


     რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით ტოკიოში შეხვედრა გაიმართა.

     მხარეებმა ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რაზეც შეთანხმება ორი ქვეყნის ლიდერს შორის 2016 წელს შედგა.

     აღნიშნულ ტერიტორიებს რუსეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აკონტროლებს და მას სამხრეთ კურილიად მოიხსენიებს.

     საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უძღოდა დიდი ოცეულის სამიტს, რომლის ფარგლებშიც იაპონიისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან.

     სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვისა და ტოკიოს ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა მხოლოდ ტემპის ზრდითა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებით შეიძლება.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv