ჯანდაცვაში იხარჯება ძალიან დიდი ფული და მისი შედეგი არის ნაკლები– გოცირიძე


     ,,იხარჯება ჯანდაცვაში ძალიან დიდი ფული და მისი უკუგება, მისი შედეგი არის ნაკლები," - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში დავით სერგეენკოს მისამართით გააკეთა.

     რომან გოცირიძის შეფასებით, ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ დიდი თანხები მიდის, თუმცა, შედეგი არ ჩანს.

„საკითხი, რაც ახლა დაისვა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მხარე ჯანდაცვის სისტემის მუშაობისა და მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე დიდი ხარვეზი. ვინაიდან დღეს ჯანდაცვაზე იხარჯება, თითქმის, 1.1 მეათედი მილიარდი ლარი, დიდი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის სახით და ფაქტობრივად, ამ თანხის გაკონტროლება იმ მექანიზმებით, რა მექანიზმებიც დღეს არსებობს ქვეყანაში შეუძლებელია. რომ გააორმაგოთ ეს თქვენი სამსახურები, რომლებიც მონიტორინგს ეწევიან და რევიზორებითაც რომ გაავსოთ სამინისტრო, ვერასდროს ამ მექანიზმებით თქვენ ვერ მიაღწევთ დახარჯული თანხების ხარისხიან უკუგებას. იხარჯება ჯანდაცვაში ძალიან დიდი ფული და მისი უკუგება, მისი შედეგი არის ნაკლები," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

     „სამი წელი ერთი თეთრითაც არ გაგიზრდიათ ბიუჯეტი, ეს იყო სამარცხვინო ისტორია საქართველოს მთავრობის მუშაობაში. მას შემდეგ, რაც ლარი გაუფასურდა, კომუნალური ხარჯები გაიზარდა, ყველა მედიკამენტი იმპორტულია, საერთოდ ეს დარგი იმპორტულია, გარდა ხელფასებისა, ყველაფერი შემოდის, რა თქმა უნდა, ეს ზრდა არ ასახავს ადეკვატურად იმ ხარისხის მატებას, რასაც შეიძლება ერთი შეხედვით, ეს მზარდი ციფრები გვაჩვენებდეს, თანაც ეს განხორციელდა მას შემდეგ, რაც სამწლიანი მორატორიუმი გქონდათ გამოცხადებული ამ სფეროზე, დაიხურა რამდენიმე კერძო კლინიკაში არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოები და ფაქტობრივად, ეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და უფრო ჰუმანური ფსიქიატრიული სერვისების მიწოდების პროცესი საქართველოში შეფერხდა იმ მექანიზმების გამო, რომელიც თქვენ, სამწუხაროდ, იყო და გააფუჭეთ ან ვერ დანერგეთ ან ვერ გააუმჯობესეთ, ამიტომ, მომავალ ბიუჯეტში მიანც გაითვალისწინეთ ამ დარგის საჭიროებები," - განაცხადა გოცირიძემ.

     ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. დავით სერგეენკო ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно