ირანმა აშშ-სთან შესაძლოა, მოლაპარაკებები გამართოს


     ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაძლოა, მოლაპარაკებები გამართოს. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვაშინგტონი პატივისცემას გამოიჩენს და საერთაშორისო კანონებს დაემორჩილება. ირანის პირველი პირის განმარტებით, თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს ძალდატანებით არ გამართავს.

     ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ცოტა ხანში კი, ირანს დოკუმენტის პირობებით გაუქმებული სანქციები დაუწესა.

     რამდენიმე კვირის წინ აშშ-მა ირანის მხრიდან მომდინარე გარკვეული საფრთხის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

    გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ოფიციალური თეირანმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვაზე უარი არაერთხელ განაცხადა.




скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1 tv