იენს სტოლტენბერგი სავარაუდოდ დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია - ტრამპი


     იენს სტოლტენბერგი სავარაუდოდ დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია, – ამის შესახებ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბიუჯეტი ბოლო 15 წლის განმავლობაში მკვეთრ დაღმასვლას განიცდიდა, ახლა კი იზრდება.

     „გულწრფელად რომ ვთქვა, ნატო-ს მდივანი სტოლტენბერგი ალბათ ტრამპის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია. ამ დღეებში ის სიტყვითაც გამოვიდა. მან თქვა, რომ დონალდ ტრამპის გარეშე, სავარაუდოდ, არ იქნებოდა არავითარი ნატო", – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv