ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან - მარგველაშვილი


     საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა. მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის მეექვსე უბანზე მისცა, სადაც ის მარტო მივიდა.

     "მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეების ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იქნენ გამორჩეულნი და დაფასებულნი და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლება თოჯინები, რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავის აზრს, არამედ იმას რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

     შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდაზე რთმანეთს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე, "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან" კი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно