დიპლომატიური მისიები ცეცხლზე ნავთს ასხავენ და პროვოკატორების როლში გვევლინებიან!!! – ლორთქიფანიძე


     „დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     ,,როდესაც დიპლომატიური მისიები უფლებამოსილებებს აჭარბებენ და ქვეყნის საშინაო საქმეებში ცხვირს ჰყოფენ, მერე ხდება ხოლმე 7 ნოემბრები და 26 მაისები.. საკმარისი გამოცდილება და მწარე გაკვეთილები გვაგემა მათგან მხარდაჭერილმა სახელისუფლებო სადამსჯელო ოპერაციებმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და არა ერთგზის.. შემდეგი აღარ იქნება!!!

     როდესაც შსს აკეთებს მკაფიო საჯარო განცხადებას , რომ ვერ უზრუნველყოფს 17 -23 ივნისს დაგეგმილი "თბილისი პრაიდის" მონაწილეთა უსაფრთხოებას, ამით ის იმას კი არ ამბობს, რომ ხელკეტებისა და წიწაკიანი გაზების ნაკლებობას განიცდის , არამედ აცხადებს, რომ არ სურს საკუთარ მოსახლეობას ძალისმიერი მეთოდებით გაუსწორდეს და ამით გამოიწვიოს სამოქალაქო დესტაბილიზაცია! 

    სწორედ ამიტომ, აქციები გაგრძელდება და პროტესტი დაფიქსირდება ბრიტანეთის საელჩოსთანაც , ინგლისის საკანონმდებლო ორგანოს თემთა პალატაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, - ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე , აიძულონ "გეი-აღლუმის" ჩატარება და მასში მონაწილე დემონების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება!

     ფაქტიურად, დიპლომატიური მისიები ცეცხლზე ნავთს ასხავენ და პროვოკატორების როლში გვევლინებიან!!! –  წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно