გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა


     საქართველოს პრეზიდენტის მორიგი შეწყალების აქტის შესახებ პრესკონფერენცია დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გამართა და აღნიშნა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 40 მსჯავრდებული, აქედან 1 ქალბატონი.

     შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალბატონს, 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

     ამ 43 მსჯავრებულს შორის არის 1 უვადო მსჯავრდებული, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი.

     შეწყალების საკითხთა კომისიამ 2018 წლის ივლისში სულ 976 პირის საქმე განიხილა. 

     ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 აპრილს ძალადობრივ დანაშაულებებზე გამოცხადებული მორატორიუმი იმ კონსულტაციების საფუძველზე გააუქმა, რომელიც პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართა.

     პრეზიდენტმა მორატორიუმი 23 ივლისს მოხსნა და შეწყალების კომისიას საშუალება მიეცა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შემცველი საქმეები განეხილა.

     ზვიად ქორიძის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას გამოითქვა მზადყოფნა შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე, თუმცა, სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინიტრომ პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно