სად არის ჩვენი სუვერენიტეტი? ხელისუფლებამ იცით რა უნდა ქნას?– მამა დავითი


     მამა დავით ნოზაძე აცხადებს, რომ „თბილის პრაიდის" ჩატარებას არ დაუშვებენ. მისი თქმით, მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რომელსაც სიტუაციის განეიტრალება ადვილად შეუძლია.
 
     ,,როდესაც დაინახეს საელჩოებმა, რომ ეკლესია ურყევად იდგა პოზიციაზე, ხელისუფალიც ამბობდა, რომ ვერ შეძლებდა მათ დაცვას, უბრძანეს, რომ დამსხდარიყვნენ კანცელარიის კიბეებთან. ჩვენი არასამთავრობოები, რომლებიც მათ იცავენ, დაფინანსებას საიდან იღებენ? ზუსტად იმ ქვეყნებიდან, რომლების საელჩოებიც აიძულებენ. სად არის ჩვენი სუვერენიტეტი? ხელისუფლებამ იცით რა უნდა ქნას? ეს ოცი კაცი უნდა შეკრიბოს და უთხრას," ბავშვებო, გაჩერდითო." წაიყვანოს სადმე უდაბნოში, შეკრიბოს, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, დაგვანებონ ჩვენ თავი. თან ეგენი ხომ არ მრავლდებიან. არ სჭირდებათ. ერთი ოაზისი უნდა შეუქმნა, ცოტა ხანში დაპატარავდებიან, გაქრებიან და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც.
 
     „ევროკავშირიდან, ამერიკიდან მათი საელჩოების მეშვეობით ხელისუფლების და პარლამენტარების დამუშავება დაიწყეს, რომ ლგბტ თემის დამცველი კანონები მიეღოთ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არ შეიძლებოდა, ეს კანონი მხოლოდ ლგბტ-ებისთვის მიიღეს. დღეს უკვე მთავრობას კონსტიტუციით ელაპარაკებიან. იძულებულები არიან, შეასრულონ. ეკლესიას უკვე მუქარით საუბარი დაუწყეს. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა მოტყუებით, როგორ მიიყვანეს ეკლესიის სამღვდელოება თითქოს, ჩაიზე სასაუბროდ, შემდეგ პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ეკლესიას დაუთმობელი უნდა დაეთმო. ეკლესიას არ შეუძლია, რომ ცოდვაზე თქვას, რომ ეს არის სწორი. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ლგბტ აღლუმის წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება ძალადობად შერაცხონ", – განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно